GEO / ENG
თემატური დისკუსია კორპორაციული მდგრადობის თემაზე

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და სიდა-ს ორგანიზებით გაიმართა თემატური შეხვედრა, რომელიც საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა გახსნა.

შეხვედრა დაეთმო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიმდინარე აქტივობებს, წევრობის უპირატესობებს და პანელურ დისკუსიას, სადაც მონაწილეობა მიიღეს HUGO BOSS-ის კორპორაციული მდგრადობის ექსპერტმა, EuCham - European Chamber-ის პრეზიდენტმა და დართმუსის ბიზნეს სკოლის (Dartmouth’s Tuck School of Business, USA) პროფესორმა.

ღონისძიება ჩატარდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.