GEO / ENG
კონკურსი - მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში

1.ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს.

2. კონკურსის პირობები:  

  • ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის  20 ივლისის ჩათვლით;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის  გამოგზავნა;
  • აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები:  ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი - sylfaen,  ზომა 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000  სიტყვას);
  • კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა);
  • პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;
  • საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივლისი;
  • ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: globalcompact@cida.ge.
  • გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ ველი) მიუთითეთ: მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის;

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშთეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.

3. შეფასების კრიტერიუმები

  • თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება
  • მასალა უნდა გვთავაზობდეს ავტორის მიგნებას და ანალიზს
  • პრობლემის ხედვა
  • ანალიზი და არგუმენტირება
  • თემის ობიექტურად ასახვა


კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები შემდეგ კატეგორიებში:

• საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;

• საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია;

კონკურსი ტარდება სიდას/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

საკონტაქტო პირი: ეთუნა ცოტნიაშვილი, კომუნიკაციის მენეჯერი, 599 512215, pr@cida.ge