GEO / ENG
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში

გასულ წელს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს სამუშაო ჯგუფი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

სამუშაო ჯგუფმის წევრებმა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან გამართეს შეხვედრები, მათ შორის ბიზნეს სექტორთან. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მათ წარმოადგინეს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებები, კომპანიების წარმომადგენლებს გაუზიარეს პრაქტიკა პრინციპების იმპლემენტაციის შესახებ და გაეცნენ ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პრაქტიკას.

რამდენიმე დღის წინ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ გამოქვეყნდა ანგარიში და სარეკომენდაციო პაკეტი, სადაც აღნიშნულია რომ:

სამუშაო ჯგუფი მიესალმება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თავის მიღებას 2018-2020 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში. ამავდროულად სამუშაო ჯგუფმა, გამოხატა შეშფოთება აღნიშნული თავის განხორციელების პროცესის მიმართ და მთავრობას მიმართა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა თავში გათვალისწინებილი აქტივობების ჯეროვანი იმპლემენტაციისთვის მოხდეს შინაარსობრივი მხარისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება.

სამუშაო ჯგუფმა ვერ ნახა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ბიზნეს საწარმოებში ეფექტური საჩივრის მექანიზმის არსებობას, რომელიც შესაბამისობაში მოვიდოდა გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებში გაწერილ სტანდარტებთან. მთავრობამ, გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ საქართველოში და ბიზნეს ასოციაციებმა უნდა იმუშაონ საჩივრის მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, რათა ადრეულ ეტაპზევე მოხდეს სხვადასხვა პრობლემებური საკითხის გადაჭრა. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხში სამაგალითო იყვნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები.

სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს ბიზნესებსა და სამრეწველო ასოციაციებს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით აქტიურად ჩაერთონ ინფორმაციის გავრცელებაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებისა და მათი დანერგვის შესახებ, ხოლო საკუთარ წევრებს მხარი დაუჭირონ ადამიანის უფლებების პრინციპების ეფექტიანად დანერგვის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თავი ეროვნულ სამოქმედო გეგმას 2017 წელს სიდას/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით დაემატა.