GEO / ENG
კორპორაციული პასუხისმგებლობის აკადემია - ლექტორებისთვის ვორქშოფი გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბრიდან სტარტს აიღებს კორპორაციული მდგრადობის აკადემია, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს სასერტიფიკატო კურსებს პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესის მართვის შესახებ. იქამდე კი აკადემიის ლექტორთა ჯგუფი შევკრიბეთ, რათა ერთად გვემსჯელა სასწავლო პროგრამისა და მომავალი სტუდენტებისთვის საინტერესო შეთავაზებების შესახებ. 

სასერტიფიკატო კურსი შვიდი ძირითადი მოდულისგან შედგება და აკადემიის სტუდენტებს გააცნობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: კორპორაციული მდგრადობის ცნება და განვითარების ისტორია, ეთიკა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება, ეთიკური ლიდერობა და ადამიანური რესურსების მდგრადი მართვა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, კორპორაციული მდგრადობის თემატური მიმართულებები, კომუნიკაცია და ანგარიშგება. 

ვორქშოფი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.