GEO / ENG
სამუშაო ადგილზე COVID-19-ის პრევენციისა და შერბილების ღონისძიებების განხორციელება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) შეიმუშავა კითხვარი, რომელიც წარმოადგენს სამუშაო ადგილზე COVID-19-ის პანდემიის გავრცელების შერბილების პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მართვის ინსტრუმენტს. 

მისი წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია დამსაქმებლებს, უშუალო უფროსებსა და დასაქმებულებს შორის თანამშრომლობაზე, დადებითი ცვლილებების მოსახდენად და COVID-19-ის მიმართ რეაგირებისა და მზადყოფნის გასაუმჯობესებლად სამუშაო ადგილზე.
კითხვარის მიხედვით, დამსაქმებლებმა აღნიშნულ პროცესში უნდა ჩართონ სამუშაო ადგილის უსაფრთხოების კომიტეტები, ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები.