GEO / ENG
ბიზნესკომპანიები შშმ პირების გაძლიერების პრინციპებს შეუერთდნენ


15-მა ბიზნესკომპანიამ ხელი მოაწერა შშმ პირების გაძლიერების პრინციპებს, რითიც მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციასა და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერას.

შშმ პირების გაძლიერების პრინციპების მიხედვით, ხელმომწერი კომპანიები თანხმდებიან შემდეგ საკითხებზე:

1. კომპანიის აღმასრულებელი რგოლის მიერ პოლიტიკის დონეზე და ყოველდღიურ საქმიანობაში შშმ პირების გაძლიერების მხარდამჭერი მიდგომის საჯაროდ დაფიქსირება.

2. შშმ პირებისათვის დასაქმების ადგილის მისაწვდომობა.

3. შშმ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

4. შშმ პირებისათვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

5. კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ადაპტირება შშმ პირთა საჭიროებებისადმი.

6. შშმ პირთა გაძლიერება ბაზარზე, მათი სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერითა და კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრირებით.

7. შშმ პირთა განათლების ხელშეწყობა.

8. შშმ პირთა საზოგადოებაში ხილვადობის ხელშეწყობა.

ღონისძიებაზე გაიმართა დისკუსია შშმ პირების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ, თავის გამოცდილებაზე ისაუბრებრა პარამოფარიკავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ირმა ხეცურიანმა.

ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.