GEO / ENG
რას ითვალისწინებს ახალი შრომის კოდექსი?

14 სექტემბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პარლამენტის წევრთან და შრომის კოდექსში ცვლილებების ინიციატორთან დიმიტრი ცქიტიშვილთან.

დიმიტრი ცქიტიშვილმა კომპანიების წარმომადგენლებს ის ძირითადი ცვლილებები გააცნო, რომელსაც ახალი შრომის კოდექსი ითვალისწინებს.

შრომის კოდექსის მნიშვნელოვანი ცვლილებები:

#შრომისინსპექცია

შრომის კოდექსი ითვალისწინებს აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს, მათ შორის ძლიერი და დამოუკიდებელი შრომის ინსპექციის სამსახურის შექმნას.

#დისკრიმინაცია

ახალი შრომის კოდექსის მიხედვით დადგინდა უფრო ქმედითი ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები. ეს ნაწილი ეხება ქალსა და მამაკაცს შორის არათანაბარი ანაზღაურების საკითხსაც, ამჟამად ქალსა და კაცს შორის ანაზღაურებას შორის სხვაობა 38%. ახალი კანონით თანაბარი შრომისთვის უნდა იყოს თანაბარი ანაზღაურება.

#სამუშაოდრო

ნორმირებული სამუშაო დრო - კვირაში 40 საათითაა განსაზღვრული. ზეგანაკვეთური სამუშაო დასაშვები იქნება მხოლოდ დასაქმებულის თანხმობითა და წინასწარი შეთანხმებით და ის არ უნდა იყოს ნორმირებული ანაზღაურების 125%-ზე ნაკლები.

#თანამშრომლობა

დამსაქმებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს დასაქმებულთან კონსულტაციების გამართვას.

დადგინდა ინფორმაციის მიწოდების და კონსულტაციების გამართვის ვადები და პროცედურები.

#სტაჟირება

სტაჟიორი ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე, ასრულებს გარკვეულ სამუშაოს იმისათვის, რომ:

• აიმაღლოს კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა

• შეიძინოს პროფესიული უნარები ან პრაქტიკული გამოცდილება

• ჰქონდეს ვადებით განსაზღვრული დასაქმების ხანგრძლივობა

ახალი კანონპროექტის მიხედვით სტაჟირების გავლის წესი და ვადები იქნება მკაცრად განსაზღვრული.

შეხვედრა გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.