GE

მულტისექტორული პარტნიორული პროექტი -საგზაო უსაფრთხოების შესახებ

2021 წლის 20 მაისს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით გაიმართა ახალი, მულტისექტორული პროექტის პრეზენტაცია საგზაო უსაფრთხოების შესახებ. საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის განხორციელების პროცესში კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო ჩაერთვება და მისი მიზანია საგზაო უსაფრთხოების მდგრადი სტანდარტებისა და წესების შესახებ კომპანიებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებისათვის სასერტიფიკატო ონლაინ კურსის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.

საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ ტრენინგები ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ტრენინგები ჩაუტარდებათ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს, იმ რეგიონებში, სადაც ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი შეიყვანეს. კერძოდ: გორი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი და თბილისი. ამ მუნიციპალიტეტებში ამჟამად მიმდინარეობს კვალიფიციური მძღოლების შერჩევა. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულმა მძღოლებმა იცოდნენ საგზაო უსაფრთხოების ყველა წესი და იცავდნენ მათ. სწორედ ამიტომ კომპანიები და ორგანიზაციები გაერთიანდებიან მათთვის საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად. მეორე ეტაპზე ტრენინგები ჩატარდება და ასევე შემუშავდება ონლაინ სასერტიფიკატო მოდული კერძო კომპანიების მძღოლებისთვის.

საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და საავტომობილო სპორტის ფედერაცია (ონლაინ სასერტიფიკატო მოდულზე მუშაობა); ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ (შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილების ტრენინგები). ასევე პროექტში ჩართული არიან გორის მუნიციპალიტეტში მოღვაწე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოება ”ბილიკი” და „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

გააზიარე: