GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თანამშრომლობა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ერთ წელზე მეტია აქტიურად თანამშრომლობენ, რომლის ფარგლებში ასოციაციამ არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარა ბიზნესის წარმომადგენლებს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის- მედიაციის შესახებ.

გასულ კვირას აპარატის თანამშრომლებმა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით გასვლითი შეხვედრა გამართა, სადაც ისინი კორპორაციული მდგრადობის ძირითად ასპექტებს გაეცნენ, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე მიმდინარე სიახლეებს; ამასთან ერთად, მოწვეულმა ქოუჩმა ქეთი ლობჟანიძემ ასოციაციის წევრებს “თიმბილდინგის” პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები ჩაუტარა

გააზიარე: