GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

“ჩვენი სამყაროს მდგომარეობა მოითხოვს ძლიერ ხელმძღვანელობას, კოლექტიურ მოქმედებას და მულტისექტორულ პარტნიორობას, ისე როგორც არასდროს; პასუხისმგებლიანი ბიზნესი და ინვესტიცია აუცილებელია ამ ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელებაში, ხოლო ბიზნესის ლიდერები სულ უფრო ნათლად ხედავენ, რომ მდგრადი განვითარება არ არის მხოლოდ ეთიკური აუცილებლობა; ეს არის საშუალება ბიზნეს საქმიანობის განსახორციელებლად და ინოვაციისთვის. 

გაეროს გლობალური შეთანხმება, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფლაგმანი პასუხისმგებლიანი ბიზნეს მოქმედებებისათვის, მოითხოვს უფრო დიდი ამბიციისა და შედეგების ჩვენებას. როგორც კორპორატიული მდგრადობის უმსხვილესი ინიციატივა მთელს მსოფლიოში, გაეროს გლობალური შეთანხმება კარგადაა აღჭურვილი, რათა დაეხმაროს კომპანიებს – როგორც დამწყებებს, ისე  ლიდერებს – კორპორაციული მდგრადობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე.” 

ლისა კინგო,  გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი.

საერთო ჩარჩო პასუხისმგებლიანი ბიზნეს აქტივობისთვის

გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი წარმოადგენს კორპორატიული პასუხისმგებლობი ეთიკურ და პრაქტიკულ ჩარჩოს, კომპანიის ზომის, ფორმის, საქმიანობის სფეროსა და მდებარეობის მიუხედავად. 

კომპანიებს ესმით, რომ ამ პრინციპების პატივისცემა ნიშნავს მეტს, ვიდრე კანონმდებლობის  მინიმალური სტანდარტების დაცვაა.

პრინციპები უზრუნველყოფს პარტნიორობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, წარმოადგენს ანგარიშვალდებულების საზომს და ქმნის სანდოობის საფუძველს. ათი პრინციპის  სტრატეგიასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებით კომპანიები არა მხოლოდ პასუხისმგებლობას იღებენ საზოგადოებისა და პლანეტისადმი, არამედ ქმნიან გარემოს გრძელვადანი წარმატებებისთვის.

გლობალური მიზნები

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. თითოეულმა ქვეყანამ  უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების  17 მიზანის შესასრულებლად. მიზნები და ამოცანები მოახდენენ მოქმედების სტიმულირებას მომდევნო ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში: ადამიანები, პლანეტა, წარმატება, მშვიდობა და პარტნიორობა   (5Ps : People, Planet, Prosperity, Peace,Partnership).

მდგრადი განვითარების 17 მიზანი და მათთან დაკავშირებული 169 სამიზნე( ასევე ცნობილი როგორც “გლობალური მიზნები“), მოიცავს მდგრადი განვითარების სამ განზომილებას: ეკონომიკა, სოციალურობა და გარემოს დაცვა. ეს გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესისთვისაც. 

გაეროს გლობალური შეთანხმების  ინიციატივით გაწევრიანებული კომპანიები აღიარებენ და შესაბამის  ზომებს იღებენ მათ საპასუხოდ.

ბიზნესის როლი

ამ მიზნების მიღწევაში, კერძო სექტორი საკვანძო როლს ასრულებს. გლობალურ პრინციპებზე დაფუძნებული საქმიანობიდან დაწყებული, სტრატეგიული სოციალურ ინვესტიციებით დასრულებული, ბიზნესი მონაწილეობს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რაც გრძელვადიანი ეკონომიკურ წარმატებასა და ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. რადგან გლობალური შეთანხმება, გაეროს პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ინიციატივა, კორპორაციული პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი პლატფორმაა, მას შეუძლია დაეხმაროს ბიზნესს, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, პრობლემების გადაჭრის ახალი და ინოვაციური საშუალებების დანერგვაში. 

მსოფლიოს უმსხვილესი ქსელი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესისთვის

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას. აღნიშნულის მისაღწევად გაეროს გლობალური შეთანხმება მოუწოდებს ბიზნესს, რომ: 

(1) პასუხისმგებლობით აწარმოოს თავისი საქმიანობა, რაც გულისხმობს, შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირებას მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში. გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მიზანია, ბიზნესის ყურადღების მიპყრობა შემდეგი მიმართულებით: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 

(2) ხელი შეუწყოს ზოგადი საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებას, როგორიც არის გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. 

გაეროს გლობალური შეთანხმებაში გაწევრიანებულია 9 500-ზე მეტი ბიზნეს კომპანია და 3 000-მდე არასამეწარმეო პირი, მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) არის გლობალური შეთანხმების ინიციატივის ადგილობრივი ქსელი. საქართველოს ქსელმა საქმიანობა 2016 წელს დაიწყო. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

გაერო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, რომელიც კოორდინირებას უწევს საქართველოში ორ ძირითად, კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმას – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბსა და გლობალური შეთანხმების ადგილობრივ ქსელს.

ბიზენსისთვის გაეროს გლობალურ შეთანხმების წევრობა ბევრი დადებითი შედეგის მომტანია: 

  • ბიზნეს კომპანია ხდება უპრეცედენტო ქსელის წევრი, რაც მას აძლევს საშუალებას შეიძინოს ახალი კონტაქტები თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორის თუ ზომის ბიზნეს საწარმოებთან მსოფლიოს 164 ქვეყნიდან.
  • გლობალური შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები კომპანიას აძლევს შესაძლებლობას გაცვალოს ინფორმაცია კორპორაციული მდგრადობის შესახებ, ქსელის სხვა წევრებთან. ძირითადად ინფორმაციის გაცვლა ხდება ორი მიმართულებით: (1) საუკეთესო პრაქტიკა (2) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წარმოქმნილი პრობლემების გადაწვეტის ახალი საშუალებები.
  • გლობალური შეთანხმების წევრობით, ბიზნესს აქვს წვდომა 15 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ დაგროვებულ ინსტიტუციურ ცოდნაზე, კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით.
  • გლობალური შეთანხმების წევრობით, კომპანიას აქვს წვდომა კორპორაციული მდგრადობის მექანიზმებსა და რესურსებზე, ასევე, აღნიშნული მიმართულებით ტრეინინგებში ჩართვის შესაძლებლობაზე. გლობალურ შეთანხმების წევრ კომპანიას შესაძლებელია გაეწიოს დახმარება გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების საშუალებით. გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელი 70-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს.
  • გლობალური შეთანხმება არის გაეროს ერთ-ერთი ორგანო. მისი წევრობით კომპანია იძენს ავტორიტეტს, ცოდნასა და გაეროს გამოცდილებას.