GE

არამეწარმეებისთვის

გლობალურ შეთანხმებაში გაწევრიანების მსურველმა:

უნდა შეავსოს ონლაინაპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია გაეროს გლობალური შეთანხმების ვებ-გვერდზე ( https://www.unglobalcompact.org/participation/join/application/non-business).

მოამზადოსვალდებულებისწერილი (Letter of Commitment), რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს უმაღლეს აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფმა პირმა. წერილი უნდა დასკანერდეს და თან დაერთოს ონლაინ აპლიკაციას. წერილის ნიმუში მოცემულია შემდეგ მისამართზე – https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Non_Business_Commitment_Letter.pdf

ონლაინ აპლიკაციის შევსების წესი მოცემულია „ონლაინ აპლიკაციის სახელმძღვანელოში“, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე – https://www.unglobalcompact.org/docs/how_to_participate_doc/Online_Application_Guideline_NonBusiness.pdf

ონლაინ აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ დაახლოებით 30 წუთი.

აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ, გლობალური შეთანხმების ცენტრალური ოფისი განიხილავს წევრობის საკითხს და ორიკვირისგანმავლობაში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შეატყობინებს, დაუმტკიცდა თუ არა ორგანიზაციას გაეროს გლობალური შეთანხმების წევრის სტატუსი.